მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის მივლინებებში 2019 წლის 10 თვეში 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა

პრეზიდენტის მივლინებებში 2019 წლის 10 თვეში 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა

Published on

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 10 თვეში მივლინებებში 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა. –  სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.

10 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა. უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი თანხა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას აშშ-ში ვიზიტის დროს აქვს დახარჯული. აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში, უშუალოდ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯი 144 616 ლარს შეადგენს, ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა კი, აშშ-ში, ამავე ვიზიტის პერიოდში, 131 845 ლარი დახარჯეს. აშშ-ის შემდეგ ყველაზე მოცულობითი თანხა პრეზიდენტმა და მისმა ადმინიტრაციამ საფრანგეთში, პარიზში ვიზიტისას დახარჯეს (85 297.45 ლარი). ყველაზე მცირე თანხა კი დანიაში, კოპენჰაგენში ერთდღიანი ვიზიტისას დაიხარჯა და ის 2 279 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ხარჯები 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...