მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ადამიანისგან, რომელმაც გამიზნულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას ქმნიან” – ბიბილოვი თვლის, რომ გაფრინდაშვილმა...

,,ადამიანისგან, რომელმაც გამიზნულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას ქმნიან” – ბიბილოვი თვლის, რომ გაფრინდაშვილმა კანონი განზრახ დაარღვია და უნდა დაისაჯოს

Published on

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ექიმისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის მისჯა, ადეკვატური გადაწყვეტილებაა. ბიბილოვი ამბობს, რომ გაფრინდაშვილმა კანონი განზრახ დაარღვია და ის უნდა დაისაჯოს. 

“ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრი ან სასტიკია. აბსოლუტურად არა. პირი, რომელიც არღვევს კანონს, უნდა უპასუხოს. მითუმეტეს როცა ამას განზრახ აკეთებს. ეს არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გაფრინდაშვილმა ნამდვილად (და ის ეთანხმება ამას) განზრახ დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. ერთადერთი რაც ნამდვილად სამწუხაროა არის ის, რომ სიტუაციის პოლიტიზირება ხდება”- ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი. 

ბიბილოვი ამბობს, რომ ქართველი, დასავლელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თემაზე მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, ხოლო საქართველოს მხრიდან დარღვევებზე არ რეაგირებენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა ამით ჩორჩანას-წნელისთან საგუშაგოზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აგვისტოში ქართულმა მხარემ განათავსა. 

“აბსოლუტურად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოსტი განათავსა. სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ადამიანის ქმედებისგან, რომელმაც გამიზნულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას ქმნიან”, – აღნიშნა ბიბილოვმა.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით “გაასამართლეს”.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა და მისგან ამ “დანაშაულის აღიარებას” ითხოვს. თუმცა, გაფრინდაშვილი ამაზე უარს აცხადებს. მისი ადვოკატი, ვლადიმირ ფიდაროვიც ამბიბს, რომ მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და კვლავ აგრძელებს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები. სწორედ ამ არაღიარების გამო მიუსაჯეს პატიმრობა ვაჟა გაფრინდაშვილს. 

მან ოკუპანტებს გატაცების დღესაც უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...