მთავარისიახლეებიპოლიტიკაომბუდსმენი: „ციხის ადმინისტრაციამ სიტუაციის კონტროლი არაფორმალურ მმართველობას გადააბარა'' - ფიზიკური...

ომბუდსმენი: „ციხის ადმინისტრაციამ სიტუაციის კონტროლი არაფორმალურ მმართველობას გადააბარა” – ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობა პატიმართა შორის

Published on

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

4 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე მომზადებულ  ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაწესებულებები გადატვირთულია, შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტის მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის დაწესებულებები, სადაც მაღალია „არაფორმალური მმართველობის გავლენა, პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. კერძოდ, ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზე.

ანგარიშში მითითებულია, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა, პატიმრებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან არ უსაუბრიათ ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტებზე. მათ მონიტორებთან ძირითადად ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაეთიკურ მიმართვებზე ისაუბრეს.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...