მთავარისიახლეებისაზოგადოებადადიანების სასახლესთან ზუგდიდის თეატრის დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დადიანების სასახლესთან ზუგდიდის თეატრის დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა [Video]

Published on

დღეს, დადიანების სასახლესთან ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას მხარდასაჭერად მსახიობების უმრავლესობა შეიკრიბა.

როგორც ისინი აცხადებენ, სირცხვილია, როცა ორი მსახიობის ინტრიგას თეატრის იმიჯი ეწირება.

როგორც ცნობილია, თეატრის დირექტორს ზურაბ ეგუტიას ამავე ამავე თეატრის მსახიობი კოკა ხუბუტია ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მსახიობის თქმით, შემთხვევა ივნისში მოხდა, ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, თეატრის დირექტორი აცხადებს, რომ მასსა და მსახიობს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, ის ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და როგორც იგი დასძენს, სათანადო ორგანოები დაადგენენ არის თუ არა იგი დამნაშავე ამ ინცინდენტში.

მანამდე კი ზურაბ ეგუტიას თეატრის მსახიობების უმრავლესობა სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...