მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის თეატრის დირექტორს მსახიობი ცემაში ადანაშაულებს

ზუგდიდის თეატრის დირექტორს მსახიობი ცემაში ადანაშაულებს [Video]

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორს ზურაბ ეგუტიას ამავე თეატრის მსახიობი კოკა ხუბუტია ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მსახიობის თქმით, შემთხვევა ივნისში მოხდა, ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ. მსახიობების ნაწილი აცხადებს, რომ ზურაბ ეგუტიას დირექტორად არ თვლიან.ფაქტს უარყოფს თავად ეგუტია, მისი თქმით, საქმე ძიებაშია და ის დაკითხულია და მასთან ერთად კიდევ სხვა მსახიობებიც, თუმცა ეს იყო გაუგებრობა და არა ფიზიკური დაპირისპირება.ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია აცხადებს, რომ ის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არც დეტალებშია გარკვეული.შეგახსენებთ, რომ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაენიშნა, მანამდე კი კულტურის სამინისტრომ ზურაბ ეგუტია დირექტორობიდან გაათავისუფლა. ამ დრომდე დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია, თუმცა, ერთადერთი კანდიდატი ამ პოსტზე ისევ ზურაბ ეგუტიაა. დანიშნავს თუ არა კულტურის სამინისტრო ეგუტიას კადრს, უცნობია.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...