მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ კიტოვანი: რუსები მაძლევდნენ იარაღს, ტყვიებს და იმას...

თენგიზ კიტოვანი: რუსები მაძლევდნენ იარაღს, ტყვიებს და იმას…

Published on

ფულს თუ გადაიხდიდი, ფეხებზე ეკიდათ იმათ [რუსეთს]. მე ვყიდულობდი, ვიცოდი… ჩავდიოდი, ვყიდულობდი. ფულს ვაძლევდი და ვყიდულობდი. ლილოში ავდიოდი, ფულს ვაძლევდი, მაძლევდნენ იარაღს და მოვდიოდი აქით. ტყვიებს და იმას…”

ასე პასუხობს თენგიზ კიტოვანი ჟურნალისტ იაგო ხვიაჩიას გადაცემაში “პროცესი” იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ პუტჩის დღეებში და შემდეგაც, სანამ სამეგრელოს აოხრებდა , რუსეთი იარაღს აძლევდა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებს და მომხრეებს არა.

1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ომი დაიწყო. ეროვნული გვარდია ღიად დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიას .

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ზვიად გამსახურდიას, ასევე, დაუპირისპირდა ნახევრად გასამხედროებული და შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი.

სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქცა. დაპირისპირება სულ 13 დღე გაგრძელდა და 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სხვადასხვა მონაცემებით 113 ადამიანი ემსხვერპლა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. ამბოხებულმა კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.

ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მხედრიონის დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი. იოსელიანი 1991 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მან ციხე სამოქალაქო ომის მსველელობისას, 28 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მომხრეებმა ციხე შტურმით აიღეს.

აჯანყებულებმა პირველივე საათებში მოახერხეს რუსთაველის გამზირზე მდებარე რამდენიმე შენობის დაკავება

6 ანვარს ზვიად ამახურდიამ თავი მომხეეებთან ერთად დატოვა პარლამენტის შებობა.

შემდეგ კი იყო უიარაღო ხალხის დახვრეტები ქუჩებში, რბევა სამეგრელოში…

დეკემბრის ცოდვა გაგრძელდა თუ დაგვირგვინდა ზვიად გამსახურდიას მოკვდინებით ხიბულაში. ამ ცოდვას საქართველო დღემდე იმკის … ასე იცის იმან, რასაც რუსეთი აძლევს საუკეთესო შვილების გამმეტებელ ქვეყანას. ესმით თუ არ უნდათ ესმოდეთ ეს მათ ვინც დღემდე უფრთხის ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებას, ალბათ მაინც იმიტომ, რომ ხალხის ნაკლული მეხსიერების იმედი აქვთ. მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სუბიექტურად შეთხზული ისტორიაა. ხალხის მეხსიერება ასე იოლად არ იშლება, იგი საუკუნეებს უძლებს.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...