მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია - ასე შეაფასა ცოტნე გამსახურდიას...

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია – ასე შეაფასა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამერიკიდან მოწვეულმა ექიმმა ზურაბ გურულმა

Published on

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია, – ასე შეაფასა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამერიკიდან მოწვეულმა ექიმმა, ზურაბ გურულმა. მონტგომერის ფედერალური კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ საჭირო არ არის.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ.

გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში, თუნდაც ფილტვის ჭრილობის, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა. ის პარამეტრები კლინიკური, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეექმნას თავის ტვინის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შექმნილია და მართვა კარგად მიმდინარეობს”, -განაცხადა ზურაბ გურულმა.

ზურაბ გურულის ჩამოსვლას თბილისში სპეციალურად ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩასაბმელად სოციალურ გვერდებზე ასეულობით ადამიანი ეხმაურება, მათ შორის ცნობილი ემიგრანტი თამაზ ალვანელი (თამაზ ბაჩულაშვილი), რომელიც წერს:

“უდიდესი მადლობა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს (ქირურგს), ახლა გავიგე, რომ იგი სპეციალურად ცოტნეს დასახმარებლად ჩაფრინდა აშშ-დან საქართველოში.

მე ეჭვი არ მეპარება ქართველ ექიმთა ცოდნაში და რეპუტაციაში რომლებიც ახლა ცოტნეს დასტრიალებენ თავს და მაქსიმალურს აკეთებენ მის გადასარჩენად… ზურა გურული სულ სხვა იმედია და როგორც სამხედრო ექიმი, უდიდესი გამოცდილება აქვს მსგავს პაციენტებთან მუშაობის – მისი რჩევები და გამოცდილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდად დაეხმარებათ როგორც ექიმებს სწორი მკურნალობისთვის, ასევე ცოტნეს მალე წამოდგეს იგი ფეხზე”. – წერს თამაზ ალვანელი

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...