მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია-მსვლელობის მონაწილეებმა ე.წ. საზღვარზე მცხოვრებ 12 ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცეს

აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა ე.წ. საზღვარზე მცხოვრებ 12 ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცეს [Video]

Published on

სამოქალაქო მოძრაობა “ხმამ” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი მსვლელობა გამართა, რომელიც სოფელ ლიიდან ველოსიპედებით დაიწყო და ფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზთან დასრულდა.აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს   ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. ღონისძიებაში ახალგაზრდები ჩაერთვნენ. მათ ხელსი ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ რუსეთი ოკუპანტია“, „სოლიდარობა ვაჟა ექიმს“. აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა ფახულანი-საბერიოს საზღვარზე მცხოვრებ 12 ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებსი მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ გუშინ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...