მთავარისიახლეებისაზოგადოებაირინა ყორშიას წარმატების ისტორია

ირინა ყორშიას წარმატების ისტორია [Video]

Published on

ირინა ყორშია – წარმატებული მეწარმე ქალი, IRDA-ს დამფუძნებელი და აქტიური ადამიანი. პროფესიით დიზაინერს არ გაჭირვებია ხელოვნებასთან ახლოს ყოფნა, ბავშვობიდან ხატავდა, ქსოვდა, კერავდა, შემდეგ უკვე ეს მისწრაფება რეალობად აქცია და პატარა სახელოსნო გახსნა. ერთადერთი ადამიანია, ვინც ზუგდიდში სუფთა ქართულ ტყავზე მუშაობს. ამბობს, რომ იმდენად სიამოვნებს ეს საქმე, სირთულეებს ვერ ხედავს. IRDA ეს არის დახვეწილი და ორიგინალური აქსესუარები ქალისა და მამაკაცისთვის. ტყავის ზურგჩანთები, ხელჩანთები, წელის ჩანთები, საფულეები, ბროშები, სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები.გარდა ტყავისა, მუშაობს სუტაჟის ხელოვნებაზე, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ეს სხვასაც ასწავლა, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით არიან დასაქმებული.ირინა ყორშია ხშირად იღებს მონაწილეობას გამოფენებში, მომავალში აქვს სხვა გეგმებიც, სახლოსნოს ანაკლიაში გახსნის და ადგილობრივებს იქაც დაასაქმებს.

დიზაინერი ამბობს, რომ ბევრი მის წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდა, რადგან ქალი იყო, თუმცა დაამტკიცა, რომ ქალი სულაც არ არის სუსტი არსება და მასაც შეუძლია აკეთოს ის, რასაც აქამდე მხოლოდ კაცების საქმედ მიიჩნევდნენ. ირინას აზრით, ქალებს გაძლიერება და გვერდში დგომა ჭირდებათ. ცდილობს, თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და უკვე წარმატებული მეწარმე სხვებზეც ზრუნავს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...