მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქმეში მხოლოდ ერთი პირის დანაშაული არ იკვეთება და აუცილებელია ყველა მონაწილე პირი...

საქმეში მხოლოდ ერთი პირის დანაშაული არ იკვეთება და აუცილებელია ყველა მონაწილე პირი უმკაცრესად დაისაჯოს – საია სირაძეების ტრაგედიაზე

Published on

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეში საია-ს მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. ახალგაზრდა იურისტები სირაძეების ოჯახის ინტერესებს წარმოადგენენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით საქმეში მხოლოდ ერთი პირის დანაშაული არ იკვეთება და აუცილებელია ყველა მონაწილე პირი უმკაცრესად დაისაჯოს. საია ინსპექტორის სამსახურს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

“მხოლოდ ერთი პირი არ არის ამ საქმეში, ვინც შესაძლოა იყოს შემხებლობაში, ჩვენ გვინდა, რომ ყველამ აგოს პასუხი, გამოძიება არ იქნება მარტივი და ეს არ არის იოლი საქმე, თუმცა ჩვენ სწორედ იმისთვის გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომ რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება,”- განაცხადა საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...