მთავარისიახლეებისაზოგადოება„ლუკასთვის“, „მკვლელი სისტემა“, - ამ წარწერებით ზუგდიდში ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან...

„ლუკასთვის“, „მკვლელი სისტემა“, – ამ წარწერებით ზუგდიდში ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა [Video]

Published on

„ლუკასთვის“, „მკვლელი სისტემა“, – ამ წარწერებით ზუგდიდში სხვა ქალაქების მსგავსად 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება. აქვე შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე 12 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა და სამწუხაროდ იგი, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა სკოლის ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რის გამოც იგი პოლიციაში დაკითხეს. ლუკას მშობლების თქმით, პოლიციაში მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, რამაც იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...