მთავარისიახლეებიკონფლიქტებიანატოლი ბიბილოვი: ოსი ერის ერთადერთი ეროვნული იდეა ოსეთის გაერთიანება და რუსეთის...

ანატოლი ბიბილოვი: ოსი ერის ერთადერთი ეროვნული იდეა ოსეთის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა იყოს

Published on

ოსი ერის ერთადერთი ეროვნული იდეა ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა იყოს, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

„ჩვენი ნაციონალური იდეისთვის, რომელიც განისაზღვრა შორეულ 1700-იან წლებში, ჩვენ დიდი დანაკარგები განვიცადეთ. ამის გამო ვიტანჯეთ 20-იან წლებში, 30-იან წლებში, გასული საუკუნის 90-იან წლებში და ორჯერ 21-ე საუკუნეში. ეს იდეა იყო ერთიანი ოსეთი რუსეთის იმპერიაში, რომელიც დღეს რუსეთის დეფერაციაა“,-განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, მშვიდი ცხოვრება, კარგი ხელფასები და განვითარების შესაძლებლობა ოს ხალხს უფლებას არ აძლევს დაივიწყოს ან შეცვალოს ეს იდეა.

„არსებობს ისტორიული ძაფი, რომლის ამოღებაც შეუძლებელია. ოსური ეთნიკური ჯგუფი არ ცხოვრობს ერთ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ სივრცეში. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ისედაც ერთიანები ვართ, ერთად ვართ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ გაყოფილნი ვართ. ვერც ერთი ეროვნული იდეა ვერ განხორციელდება, როდესაც ერი გაყოფილია“,-განაცხადა ბიბილოვმა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...