მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრში ისაუბრეს

კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრში ისაუბრეს [Video]

Published on

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც უმაღლესი თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ექიმ რადიოლოგი, სოფო ლაკირბაია ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის პროგრამების ხელმისაწვდომობაზე და მის მნიშვნელობაზე გვესაუბრება. ახლადგახსნილი სკრინინგ ცენტრი თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. კიბოს სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის რეგულარულ პროფილაქტიკურ გასინჯვებს დაავადებათა დროული გამოვლენის მიზნით, საქართველოში 2008 წლიდან ამოქმედდა. თუმცა თბილისის და განსაკუთრებით რეგიონალური სკრინინგ პროგრამებიდან მიღებული მონაცემები მიანიშნებს, რომ მიზნობრივი მოსახლეობის მოცვა პროგრამების ფარგლებში დაბალია და 10-12% მერყეობს, იმ ფონზე, როცა სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს 10 000- მდე ახალი შემთხვევა ვლინდება და მათ შორის ხშირია დაგვიანებული შემთხვევები. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება და ჩატარებული მკურნალობა კი პრაქტიკულად 100%-ში ამარცხებს დაავადებას. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი მთელ სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონს ემსახურება და როგორც სკრინინგ ცენტრისა და ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, რემა ღვამიჩავა განმარტავს, სამეგრელოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ერთი თვის წინ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გახსნა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით. მისივე თქმით, ზუგდიდის ცენტრში მაღალკვალიფიციური, გადამზადებული ექიმები მუშაობენ. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის დათვალიერების შემდეგ მრგავლი მაგიდა გაიმართა, სადაც კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე და ასევე სკრინინგის პროგრამებზე ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოსახლეობის სკრინინგულ პროგრამებში მონაწილეობის მნიშვნელობას.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...