მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლამ ზუგდიდში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლამ ზუგდიდში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა [Video]

Published on

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლამ ზუგდიდში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. სკოლა 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ–პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს – თბილისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან – მომავალ ლიდერთა სკოლაში მონაწილების მისაღებად. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

ტრენინგების კურსი ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პოლიტიკური კომუნიკაცია და სოციალ-პოლიტიკური კამპანიები; სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ინფორმირებული ამომრჩეველი; ადგილობრივი თვითმმართველობა; საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები; სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი; თემის მობილიზება; მედიაწიგნიერება; სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში; ქალების ჩართულობა პოლიტიკაში; პროექტის მენეჯმენტი; ფონდების მოძიება; დებატები და საჯარო გამოსვლები;საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტი – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ – ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით. პირველი ეტაპი – მომავალ ლიდერთა სკოლა – მოიცავს ტრენინგების სერიას, რომელსაც გაუძღვებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები როგორც სამეცნიერო სფეროდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...