მთავარისიახლეებიპოლიტიკამზადება აქციისთვის - რეგიონებში საჯარო მოხელეების საყოველთაო მობილიზაცია იწყება

მზადება აქციისთვის – რეგიონებში საჯარო მოხელეების საყოველთაო მობილიზაცია იწყება [Video]

Published on

14 დეკემბერს თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების მობილიზაცია უკვე დაწყებულია.“ოდიშინიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ სიები გადაგზავნილია სკოლის დირექტორებისთვის, ბაღის გამგეებისა და დასუფთავების სამსახურისთვის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველა მათგანის პირად ნომრებს ითხოვენ. „მოითხოვეს პირადობები, უნდა მოგვცეთო, საჭმელი, სასმელი, გზა,  ყველაფერი დაფინანსებულიაო და უნდა წამოხვიდეთო, გვეუბნება დირექტორი“- უთხრა „ოდიშინიუსს“ ერთ-ერთმა პედაგოგმა. მმართველი გუნდი რომ საჯარო მოსამსახურეების მობილიზაციას აკეთებს, არ უარყოფენ ბაღის გამგეების და სკოლის დირექტორების ნაწილი. მათი თქმით, დავალება აქვთ „ზემოდან“ და „რა ქნან“.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მისსავე მხარდასაჭერად 14 დეკემბერს თბილისში აქციას მართავს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...