მთავარისიახლეებიეკონომიკამოუწევს თუ არა ზემო სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა?

მოუწევს თუ არა ზემო სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა?

Published on

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ზემო სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ნეგატიურად გამოიყენა და სვანეთში ბიტკოინების წარმოება დაიწყო.

როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ “პრობლემაა ერთი რამ, სვანეთში არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ამით ტყეზე ზეწოლა შეემცირებინა და გათბობისთვის ტყის გამოყენება არ მომხდარიყო, თუმცა ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ეს ძალიან ნეგატიურად გამოიყენა და დაიწყო ბიტკოინების წარმოება იქ, სადაც ელექტროენერგიის ფასი არის ნული და ამით შესაბამისად უფრო მეტი მოგება აქვთ.

ბიტკოინის წარმოებას ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას დანახარჯს უზრდის.

აქ სამი გამოსავალია: ის ადამიანები, რომლებიც უფასო ელექტროენეგიის გამოყენებით აწარმოებენ ბიტკოინს, მიხვდნენ, რომ საფრთხეს უქმნიან მთელ რეგიონს და შეწყვიტონ წარმოება, მეორე გამოსავალია, რომ მთელი ამ რეგიონის ხარჯი, რომელიც აქვს კომპანიას, ტარიფში აისახოს და გამოდის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გადავიხადოთ ფული იმაში, რომ ვიღაც სვანეთში ბიტკოინს აწარმოებს და მესამე ვარიანტია, რომ სვანეთის მოსახლეობამ გადაიხადოს ელექტროენერგიის ტარიფი, ოღონდ გარკვეული შეღავათი დაწესდეს, მაგალითად 100 ან 200 კილოვატი თითოეულ ოჯახს უფასოდ მიეცეს და ამის ზემოთ გადაიხადონ თანხა. სხვა გამოსავალი ვერ იქნება და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ,” – აცხადებს ვეფხვაძე.

დღეს ამის შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამაც გააკეთა.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...