ვანდალური თავდასხმა ენმ-ს ოფისზე, საჯარო მოხეელების მობილიზაცია, პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება, როგორც კიდევ ერთი გამოვლინება გამოცხადებული რბევის ქრონიკისა – პარტიის ლიდერები [Video]

0
119

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი რომელზედაც პარტიის ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის მიმართ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს და მწვავე შეფასება მისცეს ოფისის დარბევას მმართველი პარტიის წევრებისა და მერიაში დასაქმებულების მიერ.

ხელისუფლების ოპონენტები მომხდარს ვანდალიზმს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დარბევა “ქართულ ოცნებაში” დაიგეგმა.

ხატია დეკანოიძისა და სალომე სამადაშვილის შეფასებით, ამის მანიშნებელია ისიც, რომ პოლიციამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ’ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა გრძელდება.

,,ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული ჯგუფები ვანდალურად არბევენ და დაარბიეს გუშინ გაერთიანებული ოპოზიიცის ზუგდიდის ოფისი. ამ დროს აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიცია, რომელსაც შეტყობინება გადაგზავნილი ქონდა და ამის დამადასტურებული საბუთი ჩვენ გვაქვს, რეალურად არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, ანუ პრაქტიკულად პოლიციამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, ზუგდიდის გაერთიანებული ოპიზიციის ოფისის დარბევა, ისევე, როგორც ქუთაისში, მცხეთაში და ქობულეთში, როდესაც თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლება აორგანიზებს ამ ჯგუფებს, ჩვენ გვაქვს უტყუარი მასალა, ამოცნობილია ადამიანები დახლოებით 50-მდე საჯარო მოხელე. შესაბამისად, ეს არის რელურად ის, რასაც აკეთებს ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

საჯარო მოხეელების მობილიზაცია, პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება, როდესაც შეტყობინება შესეული იყო. ეს არის ზუსტად იმ ძალადობის გამოცხადებული ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვიდებით დიდი ხანია.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ქართული ოცნება აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს, ამ დაჯგუფებებში შედიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები, საარჩევნო კომისიის წევრები და სოფლის გამგებლები და სწორედ ესენი ძალადობენ გაერთიანებული ოპოზიიცის წევრებზე. მე მუნდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ნუ შედიხარ ამ ძალადობის სპირალში, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული რომელიც გუშინ ჩაიდინეს, რეალურად დღეს ჩვენ ყველა იმ ადამიანს მოვთხოვთ პასუხს, რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივ სქემაში“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილი: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც აქ არიან შეკრებილები და ჩვენი პარტიის მხადამჭერებს. ის, რაც დღეს ხდება არა მხოლოდ ზუგდიდში არამედ მთელ საქართველოში, ეს არის თავგანწირული მცდელობა იმ პოლიტიკური რეჟიმისა, რომლის დასასრული არის ძალიან ახლოს, რომ ძალადობის გზით შეინარჩუნონ ქვეყანაში ხელისუფლება, ეს ნაბიჯები რა თქმა უნდა განწირულია მარცხისთვის. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: თქვენი პოლიტიკური მომავალი გადაწყვეტილია -, ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ თქვენს ხელისუფლებას ნდობის მანდატი აღარ აქვს და მას შემდეგ, რაც თქვენ უსინდისოდ მოატყუეთ ქართველი ხალხი, დაპირდით პროპორციული არჩევნების სისტემას და უკან წაიღეთ ეს დაპირება, გაქვთ ორი არჩევანი – ან წახვიდეთ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელსაც აყენებს მოსახლეობა ან დატოვოთ ხელისუფლება“.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here