მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ჩვენ მივიღეთ ზომები.როგორც კი პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება''...

,, ჩვენ მივიღეთ ზომები.როგორც კი პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება” – პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია [Video]

Published on

,, ჩვენ მივიღეთ ზომები. სანამ დარბევა მოხდებოდა, იქამდე პერიმეტრზე იდგა პოლიციის 2 ეკიპაჟი. როგორც კი გახდა პოლიციის ჩართვა საჭირო, მაშინათვე პოლიციამ მოახდინა რეაგირება. პოლიციამ ადეკვატური პასუხი გასცა. დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს ქმედებები, სსკ-ის 187-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება”, – ასე უპასუხა ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრებს, რომლებიც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ და კამერების წინ ჰკითხეს, რატომ იყო პოლიცია უმოქმედო მაშინ, როცა ქართული ოცნების მხარდამჭერები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ და რატომ არ დააკავა პოლიციამ არც ერთი მოძალადე.

მასთან გასაუბრების შემდეგ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მათ პოლიციის უფროსისგან მხოლოდ ფორმლური პასუხი მოისმინეს.

“ენმ-ის ოფისი არის აქედან 3 წუთის გზაზე. როცა ანი წითლიძემ დარეკა პოლიციაში, პოლიცია ვალდებული იყო, რეაგირება ჰქონოდა შეტყობინებაზე.პერიმეტრი დაეცვა მოძალადე ჯგუფებისგან. ამავე დროს, არც ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მაშინ, როცა სამოქალაქო აქტივისტებს ყოველდღიურად იჭერენ და ათავსებენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, 12 დღით სჯიან. ეს იმიტომ, რომ მათ პირდაპირი დავალება აქვთ.ვიცით, რომ პოლიციელებს პირდაპირი მითითება ჰქონდათ შს მინისტრისგან, ვახტან გომელაურისგან, არ მოეხდინათ რეაგირება. ჩემვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ფაცაციას პასუხი არის ასეთი ფორმალური და რომ პოლიცია ასრულებს პირდაპირ შეკვეთებს და დავალებებს:, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

3 ნოემბერს ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს. მმართველი გუნდის პარტაქტივის აქცია ოპოზიციური პარტიის ოფისთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ადგილზე პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

სიახლეები

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...