მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოცხები, კვერცხები, ბოქლომები, კასრები, ყავარჯნები და ჩამტვრეული შუშები - "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა...

ცოცხები, კვერცხები, ბოქლომები, კასრები, ყავარჯნები და ჩამტვრეული შუშები – “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს [Video]

Published on

აქცია დემიშიზაცია ზუგდიდში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა  სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე შეკრება დღის 5 საათიდან დაიწყეს. აქ იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, ააიპ-ის თანამშრომლები, სოფლის გამგებლები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოყვანილი ადამიანები.“ არ დავუშვებთ ნაციონალების დაბრუნებას,’’ არა მიშას, ‘’გვახსოვს 7 ნოემბერი“ – ამ პლაკატებით ხელში აქციის მონაწილეები გაემართნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისისკენ. ისინი სკანდრებდნენ – არა მიშას, არა ნაცებს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში აქციის მონაწილეებს ღია კარით დახვდნენ, სადაც ჩართული ქონდათ საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული ტელეარხის დილის გამამხნევებელი ვარჯიშის გაკვეთილის მოწოდებები. აქციის მონაწილეები იგინებოდნენ, მათი უმრავლესობა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.  ისინი პლაკატებს აკრავდნენ ოფისის შესასვლელთან. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები კვერცხებს ისროდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მოქალაქე ქალბატონს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისის გარეთ იმყოფებოდა. მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა ოფისს ქვები დაუშინეს და შუშები ჩაამსხვრიეს. უკიდურესად დაიძაბა ვითარება, მაშინ, როცა ცოცხები და კასრები მოიტანეს აქციის მონაწილეებმა და შენობას დაუშინეს და ასევე კვერცხები, ბოქლომიანი ცოცხები და კასრები ესროლეს ქალბატონს, რომელიც შიშველი ხელებით იდგა  ოფისის წინ. პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა ა და ქციის მონაწილეები რამდენიმე მეტრით უკან დაწია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ფოტოები ჩამოყარეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა ყავარჯნები მოიტანეს და ისროლეს, მათი თქმით, ადგილზე ტოვებდნენ ამ ატრიბუტებს.

დაახლოებით საათზე მეტხანს გაგრძელდა აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, პირველი შეფასებები გაკეთდა პარტიის ოფისში.ნაციონალური  მოძრაობის წევრები პოლიციას უყურადღებობასა  და ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ .მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ  აქციის შესახებ ინფორმაცია წუხელვე გაასაჯაროვა, სამართალდამცველები აქციაზე არ გამოჩენილან, მხოლოდ 40 წუთის დაგვიანებით მოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქციები სახელწოდებით „დემიშიზაცია“ ქუთაისიდან დაიწყო და რამდენიმე რეგიონში ჩაატარა.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...