მთავარისიახლეებიეკონომიკაფასები კი მიფრინავს... საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით პური 11.9%-ით,...

ფასები კი მიფრინავს… საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით პური 11.9%-ით, რძის პროდუქტები 15.4%-ით, ხორცი 13.1%-ით გაძვირდა

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა უალკოჰოლო სასმელებისა და სურსათის გაძვირებას ჰქონდა. 

სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით, წლიური ინფლაციის მონაცემები შემდეგია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები- 13.4% ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: 15.4%: ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: 7%: ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

ტრანსპორტი: 3.1%: ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: 7.4%: რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაცია 2019-2021 წლებისთვის 3%-ია,რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით ფასების საერთო დონე მიზნობრივ ზღვარზე თითქმის 2.5-ჯერ მეტია. 

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...