მთავარისიახლეებიეკონომიკაზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 650 ათასი ლარით გაიზარდა

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 650 ათასი ლარით გაიზარდა [Video]

Published on

დღეს ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილება ბიუჯეტის 1 მილიონ 650 ათასი ლარით გაზრდას ეხებოდა, რომელსაც საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომას, ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, ცვლილებები ძირითადად გახლავთ ქონების გადასახადიდან მიღებული მილიონ ხუთასი ათასი, აქედან 150 ათასი ლარი დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავალია, ასევე 100 ათასი ლარი საჯარიმო საქციებიდან მიღებული შემოსავალი. შესაბამისად წლევანდელი წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 72959,5 ათასი ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 71309,5 ათასი ლარისა. მისივე თქმით, აღნიშნული თანხები ძირითადად გადანაწილდა ყინულის სახლის დემონტაჟის, კეთილმოწყობის სამუშოების , ასევე სპეც- ტექნიკის შესაძენად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისთვის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებითვის. საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიისა და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გაზრდა მათი სწორი მუშაობის შედეგია.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...