მთავარისიახლეებისაზოგადოებააივ-შიდსის გავრცელების მხრივ სამეგრელო კვლავ მეორე ადგილზე რჩება

აივ-შიდსის გავრცელების მხრივ სამეგრელო კვლავ მეორე ადგილზე რჩება [Video]

Published on

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ემთხვევა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც,   შიდსით დავადებულთა დახმარების ფონდმა და ქალთა ევრაზიულმა ქსელმა, შიდსის საკითხებზე გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ძალადობას გამართლება არ აქვს”.შეხვედრაზე ისაუბრეს აივ დადებითი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზედა ასევე, ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერებისა და ტოლერანტობის გაზრდას აივ დადებით ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით. აივ-შიდსის გავრცელების მხრივ სამეგრელო კვლავ მეორე ადგილზე რჩება. ამის ძირითად მიზეზად შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის კონსულტანტი ლიკა ჭურღულია ხშირ მიგრაციას მიიჩნევს. შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოების  სწორად ინფორმირებულობა, დაავადების გადაცემის გზებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი შემთხვევები.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...