მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალგაზრდული მედიაფესტივალი “სარკმელი 2019” გაიმართა

ახალგაზრდული მედიაფესტივალი “სარკმელი 2019” გაიმართა [Video]

Published on

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ უკვე მეორედ უმასპინძლა ახალგაზრდულ მედიაფესტივალს “სარკმელი 2019”. მედიაფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საჯარო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ზოგადად, ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდა ჟურნალისტებმა ბეჭვდითი და ხელნაწერი გაზეთების, ჟურნალების, კედლის გაზეთების, კომიქსების, ფოტოამბების, ვიდეოამბების, ელექტრონული მედიის (ბლოგი, ვებგვერდი, ინტერნეტტელევიზია) გამოფენა-პრეზენტაცია მოაწყვეს.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო ბეჭდვითი გაზეთი,-რუხის საჯარო სკოლა.

საუკეთესო კედლისგაზეთი,– კორცხელის საჯარო სკოლა, მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტი “რეპორტიორი სკოლაში”.

საუკეთესო ბეჭდვითი ჟურნალი,– ნანო ქოქოსაძე, კარალინა წითაშვილი (“სარკმელი”);

საუკეთესო ხელნაწერი ჟურნალი,– ნინო ქობალია (“სარკმელი”);

საუკეთესო ბლოგი,-სალომე ნარმანია, მეორე საჯარო სკოლა, მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტი “რეპორტიორი სკოლაში”.

საუკეთესო მულტიმედიაპროდუქტი -ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის საინფორმაციო ბლოგი.

საუკეთესო ვიდეოამბავი,-საბა ჯანჯღავა (“სარკმელი”);

საუკეთესო ვებგვერდი,– სალომე ნარმანია (“სარკმელი”);

საუკეთესო კომიქსი,- ცირა წიფურია (ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა)

საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი,-ლუკა ჩანგელია (ზუგდიდი ტვ).

საუკეთესო ფოტოამბავი,– ჩხორიის საჯარო სკოლა;

საუკეთესო მეგობრული შარჟი,– დათო მიქავა (ზუგდიდის სამხატვრო სკოლა);

აქტუალური პრობლემა,– ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა;

“სარკმელის” რჩეული,
 – თამუნა მანია (მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი).

ფესტივალის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით . ახალგაზრდულ მედიაფესტივალზე, ნომინაცია “საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული” და ფულადი ჯილდო დააწესა საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ (ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე). “საქართველოს უნივერსიტეტის რჩეულები” გახდნენ ელექტრონული მედიის წარმომადგენლები: მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები,-სატელევიზიო სიუჟეტი, დიმა კვარაცხელია,– ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზია, ლუკა ჩანგელია,-ზუგდიდის ახალგაზრდული ტელევიზია), სალომე ნარმანია,-ბლოგი, ზუგდიდის მესხიას სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი, პროექტი “რეპორტიორი სკოლაში”.

ახალგაზრდულ მედიაფესტივალზე, ნომინაცია “სარკმელელის” რჩეული” და ფულადი ჯილდო დააწესა, “სარკმელის” ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენელმა, ლახამულას საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა კობა შონიამ. მისი რჩეული გახდა ხონის სახელოვნებო ცენტრის აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი ფოტოამბავი და საინფორმაციო პორტალ “ზუგდიდელების” ახალგაზრდა ჟურნალისტის ანა ჯალაღონიას მიერ  წარმოდგენილი ფოტოამბავი.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ელარჯიფართი.

ახალგაზრდილი მედიაფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” მიერ.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...