მთავარიUncategorizedოპოზიციის აქტივისტებმა გურამ მაჭარაშვილს ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს

ოპოზიციის აქტივისტებმა გურამ მაჭარაშვილს ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს

Published on

ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, პარლამენტის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის გურამ მაჭარაშვილი დაწინაურდა.

„ეს ადამიანი დააწინაურეს ღალატისთვის, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის, ეს ადამიანი გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იყო ინიციატორი იმისა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ეს არის სამარცხვინო, ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. მოვუვარდით ამ მაჟორიტარს და მივუვარდებით ყველა მაჟორიტარს, არ მივცემთ საშუალებას, რომ ასე თავისუფლად არ იარონ და არ ატყუონ ხალხი“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თანამდებობებზე ახალი დეპუტატების დანიშვნა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმას მხარს თავიდანვე არ უჭერდა, თუმცა 2021 წლისთვის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.

გურამ მაჭარაშვილმა შენობა სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...