ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ძუძუს კიბოს ცალკეული შემთხვევები განიხილეს [Video]

0
476

ზუგდიდში, ახლადგახსნილ სკრინინგ ცენტრში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ძუძუს რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ ჩარკვიანმა ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაატარა და აღნიშნული მიმართულების სამედიცინო პერსონალს ექსპერტული დახმარება გაუწია.ორი დღის განმავლობაში, თამარ ჩარკვიანი ადგილზე გაეცნო ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის მამოგრაფის მუშაობას და შესაძლებლობა ჰქონდა, ხარისხის კონტროლის, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის საკითხები განეხილა. 

ამასთანავე, თამარ ჩარკვიანმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის რადიოლოგებთან  ერთად, ცალკეული კლინიკური შემთხვევები განიხილა და თავის მხრივ, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებსა და ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის ზუგდიდის სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

წინა სტატიაახალი საკენკი – პლებისციტი საარჩევნო სისტემის საკითხზე . ,,ბატბიძინა, თქვენ ხალხი გამოშტერებული ხომ არ გგონიათ?” – ამბობენ ოპოზიციაში
შემდეგი სტატიათბილისში დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდანაც უერთდებიან [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური