მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი კოლხური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ზუგდიდი კოლხური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს [Video]

Published on

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი “დია” იმართება.

კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ფესტივალზე წარმოდგენილია ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას იღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოწყობილია სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.

მოწყობილი აგრო სივრცე, სადაც წარმოდგენილია, მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, იმართება გამოფენა-გაყიდვა. ცალკეა წარმოდგენილი ჩაის კუთხე და ყველის სივრცე.ტურისტულ სივრცეში გაიგებთ ბევრს ახალი მარშრუტების და ტურისტული ობიექტების შესახებ, ამ სივრცეში მასპინძლობას „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ გაგიწევთ.

გამოფენილია კრისტოფორო დე კასტელის, იტალიელი მოგზაურის ნამუშევრები, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადასცა.


არტ სივრცეში წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, იმართება სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, გამოფენილია აგროტექნიკა.

გასართობი ატრაქციები, კონტაქტური ზოოპარკი – ეს ყველაზე ფერადი სივრცეა პატარებისთვის.

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.


სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...