მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები გაემგზავრნენ

თბილისში დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები გაემგზავრნენ [Video]

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პარტიის ოფისთან დილიდან შეიკრიბნენ და თბილისისკენ გაემგზავრნენ. ისინი თბილისში დღეს დაგეგმილ გრანდიოზულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც მოძრობა “სირცხვილი” და მოძრობა “შეცვალე” ატარებენ. ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, თემურ ბასილაიას ინფორმაციით, მხოლოდ ზუგდიდიდან აქციაზე 600-მდე მოქალაქე გაემგზავრა.

რაც შეეხებათ აქციის მონაწილეებს, მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხის მოტყუებას აპროტესტებენ და აქციებზე ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებამდე იდგებიან.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

სიახლეები

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...