მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპროტესტო აქცია მაჟორიტარის ბიუროსთან

საპროტესტო აქცია მაჟორიტარის ბიუროსთან [Video]

Published on

„ვფიქრობ, რომ დღეს მივიღე საკმაოდ რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი, რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელი გადაწყვეტილება ჩემი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და იმ ამომრჩევლთა წინაშე, ვისაც წარმოვადგენ“, – ეს განცხადება ფეისბუქის გვერდზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა დღეს საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მაჟორიტარის ბიუროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის ჩაგლებით ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. “დავიბრუნოთ ქვეყანა! გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ”, „#სირცხვილია“, „თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული სისტემის ჩაგდებამდე“, – ეს იყო მთავარი ლოზუნგები, რომელიც აქციაზე ისმოდა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მერაბ ქვარაიას გადაწყვეტილება „პოლიტიკური თამაშია“. კანონპროექტის ჩაგდება ასევე მიუღებელი აღმოჩნდა თავად მმართველი პარტიის რამდენიმე წევრისთვის და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს დეპუტატებმა: თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. ზუგდიდში გამართული აქციის ორგანიზატორების განმარტებით, საპროტესო გამოსვლები გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...