მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს - „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა...

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს – „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა, ამიერიდან ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია [Video]

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მოქალაქეებს მშვიდობიანი მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“.

თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად – და ეს სამართლებრივად “გამართული” გადაწყვეტიელბა იქნება. პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია.

დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია.ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია.

გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ. სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან. მათ გონიათ რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა.

როგორც არასდროს დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს.

ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე.

„ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია ! “,- განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...