მთავარიUncategorizedზურაბ ცხონდიას სევდა

ზურაბ ცხონდიას სევდა [Video]

Published on

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია ზურაბ ცხონდიას ესსეების კრებულისა ,,გრანელის სევდა და სხვა”‘, რომელიც გამომცემლობა ,,ინტელექტმა” დასტამბა.

ზურაბ ცხონდიას სახელს ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი ასპექტი – პროვინციაში ( და არა პერიფერიაში)  ნებსით თუ უნებლიეთ  დარჩენილი, მაგრამ არა ჩარჩენილი ადამიანის ტკბილ-მწარე ცხოვრება და ზეპირი მოთხრობის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, თავისებური ხიბლი.

ზურაბ ცხონდიას  ასპარეზი აკლდა  (ეს ჩვეულებრივი ამბავია პატარა ქალაქის მკვიდრი ნიჭიერი და ფართო გაქანების ადამიანისათვის), ამიტომ   ქმნიდა თავის აუდიტორიას თვითონ, უფრო ზუსტად წარმოიდგენდა, რომ მას ვიღაც სხვა, უფრო ნაკითხი და  დიდ სიღრმეებში მწვდომი ადამიანების კრებული უსმენს, და ისე ყვებოდა თავის ზეპირ მოთხრობებს. ვიღაცას  ეს თავის ადგილზე არმყოფი ადამიანის გადამდებ შინაგან ტკივილს გვრიდა , ვიღაცას – ღიმილს, კეთილს ან ნიჰილისტურს.  იგი ძალიან გავდა დიდი სცენისთვის დაბადებულ მსახიობს, რომელიც  ჰამლეტის სამოსში დაათრევს  დეკორაციებს სოფლის დრამწრეში, მაგრამ არანაკლებ არტისტულად განიხილავს  ფუნქციას  თავის სიმაღლეზე ამოსწიოს  სხვა არათეატრალურ, არალიტერატურულ პრობლემებში დაძირული,  დაღლილი ადამიანები.

რაც შეეხება ლიტერატურულ ღირებულებას  უშუალოდ  წიგნისა, მწერალსა და მთხრობელს  შორის არსებულ განსხვავებაზე ფიქრიკენ მიბიძგა , ისევე როგორც სხვა მისმა წინამორბედმა კრებულებმა. ძალიან დამაკლდა მისი არტისტიზმი, მანერები, ხმა, რომელსაც ბეჭდური ასოები, ბუნებრივია,  ვერ ასახავს. ძალიან ცუდია, რომ არ არსებობს ( თუ მე არ ვიცი და არსებობს, კარგია) მისი ზეპირი მოთხრობების  აუდიო და, მით უფრო,  ვიდეო ვერსია, ვეჭვობ, ამჯერადაც  დაუდევრად მოვექეცით შემოქმედს, ზოგი იმ იმედით, რომ ზურიკო ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებოდა, ზოგი იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებდით ამ ჟანრის ხიბლს, რომელსაც სწორედ თხრობის არაენობრივი თავისებურება ქმნის. ასეა თუ ისე, გვიანღაა თითზე კბენა – როგორც თავად ზურიკო იტყოდა,  იქ ტაიტიშა ინტუ! (დიდი მადლობა წიგნის გამომცემელს ზვიად კვარაცხელიას  უფროსი მასწავლებლისა და მეგობრისადმი  მიძღვნილი  ესსესთვის და სათაურში გამოტანილი ამ ზურაბისეული ფრაზისთვის).

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...