მთავარისიახლეებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

Published on

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ავრცელებს.

შვილმოკლული დედის ცნობით, შეცვლილი ჩვენებისთვის დაკავებულია ლუკა კლადკინი.

წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი!!!!
დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის!!!!
ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია!
ყველა დამნაშავე ციხეშიიიიიი!!!
მძიმე დღე მქონდა გუშინ, ამიტომ ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია.
რამდენიმე დღეში გაბაშვილის და რიკაძის განაჩენი დადგება ორივე ბრალზე და ჩიქოვანისა კი, დიღმის ჩხუბების ბრალზე. დარწმუნებული ვარ, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, მაქსიმალური სასჯელით!!!!
დეტალებზე ინფორმაციას მოგაწოდებთ დღის ბოლოს!”- წერს ეკა კუპატაძე.

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...