მთავარისიახლეებიკონფლიქტებიფსხუს ტყეებში ხანძარი მძვინვარებს - ოკუპირებული აფხაზეთი დახმარებას რუსეთს თხოვს

ფსხუს ტყეებში ხანძარი მძვინვარებს – ოკუპირებული აფხაზეთი დახმარებას რუსეთს თხოვს

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში შემავალ ტყის მასივში ხანძარს ვერტმფრენის გამოყენებით ებრძვიან. ცეცხლი სოფელ ფსხუში 150 – 200 ჰექტარ ფართობს, დაახლოებით ორკილომეტრიან ზონას არის მოდებული.

,,ხანძარი ათი ნოემბრის დილით შენიშნეს. იგი გუდაუთის მხარისკენ ვრცელდება. საბედნიეროდ, ახლომახლო დასახლებები არ არის. დარწმუნებული ვარ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ადამიანური ფაქტორია” – აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ კვიწინია

კვიწინიას გამნცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის სამაშველო სამსახურთან მისი ავიაციის შეშველების თხოვნით.

 „ მე თავად შემოვუფრინე ვერტმფრენით ხანძრის ზონას და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეხანძრეები მამაცურად ებრძვიან ხანძარს , მაგრამ ცეცხლი მაღალმთიან ტერიტორიაზე, მიუვალ ადგილებში ვრცელდება, რის გამოც ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სპეცავიაციის გამოყენებით არის შესაძლებელი და სანამ დამხმარე ავიაცია არ მოვა, კერის ლოკალიზება ვერ ხერხდება “-ამბობს კვიწინია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...