მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონფლიქტის პირა ქალაქებში, გორის შემდეგ უკვე ზუგდიდში სამეწარმეო სკოლა გაიხსნა

კონფლიქტის პირა ქალაქებში, გორის შემდეგ უკვე ზუგდიდში სამეწარმეო სკოლა გაიხსნა [Video]

Published on

ზუგდიდში II სამეწარმეო სკოლა გაიხსნა. კონფლიქტის პირა ქალაქებში, გორის შემდეგ უკვე ზუგდიდში სამეწარმეო სკოლის გახსნას ჩაეყარა საფუძველი. სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში შეიქმნა. ზუგდიდის სამეწარმეო სკოლას 21 მსმენელი ყავს და ისინი 96 საათიანი კურსის ფარგლებში, შეისწავლიან ბიზნესის ზოგად მართვას, მარკეტინგს, ფინანსურ მართვას, რესურსების მობილიზებას, ციფრულ მარკეტინგს. ახალგაზრდები, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, გამოიმუშავებენ სამეწარმეო უნარებს. კურსდამთავრებულები თავიანთი ბიზნეს იდეების დასახვეწად, ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერასაც მიიღებენ. სამეწარმეო სკოლის გახნის მნიშვნელობაზე და სასწავლო კურსის შესახებ, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა ისაუბრა. „პროექტი – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას. სამეწარმეო სკოლა მსმენელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ცოდნა, განავითარონ საკუთარი იდეები და ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში. ამავე პროექტის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, რომელიც ბენეფიციარებს აძლევს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ცოდნას. ვფიქრობ, ორივე პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“ – ნათია ნამიჭეიშვილი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი. ღონისძიებას ესწრებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) პროექტის ოფიცერი ანა ჯიქია. სამეწარმეო სკოლის გახსნასთან ერთად, სერტიფიკატები გადაეცათ დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების – „სარესტორნო მომსახურება“ (სერვისი და სერვირება), „სასტუმროს საქმე“ და „გაყიდვები და სერვის +“, კურსდამთავრებულებს. პროგრამების ფარგლებში, პროფესიული გადამზადება გაიარა 35–მა ბენეფიციარმა, რომელთა უმრავლესობა უკვე გადის სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებაში. პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...