მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ძაღლები ხობსა და ფოთში გააჩუქეს

მარტვილის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ძაღლები ხობსა და ფოთში გააჩუქეს [Video]

Published on

აზიური ნაგაზი “ბასარა” და ინგლისური ბულდოგი “ლორდი” ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე გრიგოლის ნებართვით გააჩუქეს. შინაური ცხოველები ჟურნალისტმა და ოპერატორმა წაიყვანეს. „ბასარამ“ ხობში ერთ-ერთი სააგენტოს ოპერატორის სახლში იცხოვრებს,ხოლო „ლორდი“-ფოთში. წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ყოფილი იღუმენიას თამარ გამყრელიძის თქმით, ისინი 10 წლის წინ ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ჯერ კიდევ ლეკვობის დროს აჩუქეს. მეუფე პეტრემ ეპარქიიდან მხოლოდ ერთი ძაღლის, „კანე კორსოს“ წაყვანა შეძლო. კიდევ ერთი ძაღლი გერმანული ნაგაზი კი ბერებმა მონასტერში წაიყვანეს.

„გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, წაიყვანონ ისინი და მოუარონ. ეს ყველაფერი მოხდა, მეუფე გრიგოლის ნებართვით. უთქვამს, ვისაც აქვს სურვილი წაიყვანოსო”, – ამბობს იღუმენია თამარი. ჭყონდიდის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ამ დროისთვის ეპარქიაში არ იმყოფება,იგი წალკის ეპარქიიდან,სადაც იგი წლების განმავლობაში მსახურობდა,თბილისში ჩავიდა. ჭყონდიდის ეპარქიაში აცხადებენ,რომ მიტროპოლიტი გრიგოლი მარტვილში , დღეს საღამოს ჩამოვა. ჭყონდიდის რეზიდენცია, მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრე ცაავასთან ერთად, მონაზვნებმაც დატოვეს. ამ დროისთვის კი ჭყონდიდის სალხინოს რეზიდენციაში მიმდინარეობს კომისიის სხდომა,სადაც ქონების ინვენტარიზაცია და გადაბარება ხდება.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...