მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძის კითხვებს მერის მისამართით საკრებულოში ხმაური მოყვა

ანა წითლიძის კითხვებს მერის მისამართით საკრებულოში ხმაური მოყვა [Video]

Published on

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე ანა წითლიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი შენგელიას კითხვებით მიმართა. დეპუტატმა მოითხოვა პასუხები ამ კითხვებზე. მან გიორგი შენგელია ნეპოტიზმსა და კორუფციული გარიგებების ლობირებაში დაადანაშაულა. წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ ზუგდიდი გახდა ნარკობარიგების ქალაქი, რასაც დარბაზიდან რეპლიკები მოყვა. დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ წითლიძეს ცრუპენტელა უწოდა.წითლიძემ გეგა შენგელიას ფოტოსურათები დაულაგა, სადაც როგორც წითლიძემ განმარტა, მერის ახლო ნათესავები იყვნენ, რომლებიც შენგელიას მერობის დროს დასაქმდნენ. კერძოდ, გიორგი შენგელიას ბიძაშვილი გიორგი ქანთარია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ააიპშია დასაქმებული, დაცვის უფროსის პოზიციაზე. ასევე, ლაშა ბოხუა, რომელიც მერის მეგობარი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას ნათესავია, და რომელსაც 18 ტენდერი აქვს მოგებული. გიორგი შენგელიამ განმარტა, რომ მისი დეიდაშვილობა არ ნიშნვს ნეპოტიზმს, ხოლო რაც შეეხება ქურდულ საამყაროს, განაცხადა, რომ ეს არის აბსურდული ბრლდება. ტენდერების თემაზე კი აღნიშნა, რომ ის თვითონ არის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ერთი და იგივე კომპანია იგებს ტენდერებს, რადგან კომპანიის შერჩევა ხდება შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...