ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.