მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიამ ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა გახსნა

გიორგი გახარიამ ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა გახსნა [Video]

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია ზუგდიდში იმყოფება.პრემიერმა უკვე გახსნა  საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა. გახარიას ზუგდიდში თან ახლავს შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მშენებლობის სამუშაოები 2 წლით იყო შეჩერებული. 2016 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა მშენებლობის შეჩერება გააპროტესტეს.

„შენობის   პროექტის განხორციელება  წინა ხელისუფლების დროს,  2012 წელს დაიწყო,  მშენებლობის ორივე ეტაპის თანხის ნაწილი (ძირითადი სამუშაოები) გათვალისწინებული იყო ადგილობრივ ბიუჯეტში, მაგრამ ხელისუფლებაში ,,ქართული  ოცნების” მოსვლის შემდეგ,  2013 წელს , ჯერ კიდევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირობებში მშენებლობა შეჩერდა . 2014 წელს ახალი მოწვევის საკრებულომ შენობა შს სამინისტროს გადასცა.“- განაცხადა მაშინ აქციის ორგანიზატორმა ანი წითლიძემ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობის პროექტი და ინიციატივა მაშინდელ გამგებელს ალექსანდრე ქობალიას ეკუთვნის, სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში დაიწყო პროექტის განხორციელება, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ის შეაჩერა

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...