მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შენმა მამიკომ საქართველო გაქურდა და ხალხი შიმშილით ამოხოცა, შენ კი ამაზონის...

,,შენმა მამიკომ საქართველო გაქურდა და ხალხი შიმშილით ამოხოცა, შენ კი ამაზონის ტყე არსად გაგექცეს!”- მიმართვა ბერა ივანიშვილს

Published on

ბერა ივანიშვილის მიერ, ხანძრის შედეგად განადგურებული ამაზონის ტყის აღსადგენად 1, 1 მილიონი დოლარის გადარიცხვას არაერთგვროვანი შეფასება მოყვა – პოზიტიური შეფასება, რასაკვირველია, ოლიგარქის ხელდასმული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მაგალითად პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასგან და  ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის, პარლამენტარ მამუკა მდინარაძისგან მოყვა, უარყოფითი – არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენელთაგან.

თუ პირველნი გულაჩუყებულნი წერენ, რომ ეს იყო მსოფლიოს ბედზე დაფიქრებული ახალგაზრდის უანგარო და კეთილშობილი საქველმოქმედო აქტი, მეორენი ავლებენ პარალელს ბერა ივანიშვილის დუმილსა და გულგრილობაზე მშობლიური ტყეების ბედის მიმართ, რაც ერთის ხრივ გამოწვეულია ბუნებრივი კატაკლიზმებით და, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური ვნებებით.

ბერა ივანიშვილს მამის მიერ შინ გადასარგავად მოთხრილი ხეების გადასაზიდად გაკაფული და განადგურებული მწვანე საფარის აღსადგენად თეთრიც არ გაუღია თავისი ,,უმძიმესი” შრომით დაგროვილი პირადი ბიუჯეტიდან – ან რატომ გაიღებდა, მაშ რისთვის არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ხალხის გადასახადებით იქმნება?

იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს!”, – ამბობს “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი .

ელისაშვილის თქმით, ბერა ივანიშვილი თავის ფულს, სადაც უნდა იქ გადარიცხავს, მაგრამ ამხელა ამბები ცოტა გაუგებარია. როცა ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, სხვა პრობლემა ვერ მოძებნა?! მე იმედი მაქვს რომ დასავლეთ საქართველოდან და დანარჩენი საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და არ გააცურებს ოკეანეში დაბრაზილიაში არ წაიღებენ საქართველოდან ამოთხრილ ხეებს. ამის იმედს დავიტოვებ. გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობილი მეცო – სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ბერა ივანიშვილის სწრაფვას მსოფლიოს ფილტვების გადამრჩენთა რიგებში მოხვედრისათვის და ცინიზმსა და ქართველი ხალხისგან სავსებით ლეგიტიმური კითხვების იგნორირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!”-წერს ანიტა რაჭველიშვილი.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...