პროექტის Hands for peace / ხელები მშვიდობისთვის პრეზენტაცია გაიმართა [Video]

0
840

ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის ერთ-ერთი პროექტის Hands for peace / ხელები მშვიდობისთვის პრეზენტაცია გაიმართა ცენტრის ოფისში. მოწვეულ სტუმრებთან ერთად პრეზენტაციასის ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც 2018/2019 წლებში ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის პროექტის ფარგლებში გაიარეს ხელსაქმის კურსები.
 ასევე ხალგაზრდა ქალების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო პროექტის მონაწილეების მიერ სამი თვის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები,რომლითაც პროექტი დაიხურა.
ორგანიზაცია მუშაობს არაფორმალურ განათლებაზე და ხელს უწყობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.ორგანიზაციის მთავარი მისიაა კონფლიქტით დაზარალებული პირების დაკავშირება ერთმანეთთან და მათ შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა

წინა სტატიარომან გოცირიძე – საფინანსო სისტემაში ქაოსია
შემდეგი სტატიაპეტიცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით – ზუგდიდში ხელმოწერები გროვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური