მთავარიUncategorizedბაჩო ახალაიას დაბადების დღეს ულოცავენ

ბაჩო ახალაიას დაბადების დღეს ულოცავენ

Published on

პოლიტპატიმარი ბაჩო ახალაია დაბადების დღეს ისევ ციხეში ხვდება. მას გულით ულოცავენ ამ დღეს თანამებრძოლები, ჟურნალისტები, მისთვის სრულიად უცნობი ადამიანები, ვისთვისაც იგი შეუპოვრობის, სიმტკიცის და, რაც მთავარია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ღირსეული მსახურის სიმბოლოდ იქცა. კრიმინალის მძვინვარების, ეროვნული არმიის დასუსტების ფონზე საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ისინიც კი, ვინც აქამდე შავი პიარით შექმნილი ფანტაზიებით დღემდე ბდღვინავს და იმეორებს ოლიგარქის დაკვეთით ერთერთი ყველაზე ,,უხერხული” ოპონენტისათვის მიწებებულ სტერეოტიპებს, შესაძლოა ხვალ მის მეხოტბედ მოგვევლინონ (მსგავსი მეტამორფოზები ბევრი გვინახავს ქბოლო 30 წლის განმავლობაში…). ოლიგარქი წავა, ოლიგარქის პირადი პატიმარი გამოვა. მანამდე კი სოციალური ქსელი სავსეა მისდამი მილოცვებით და კეთილი სურვილებით

ლაშა ბერულავა: ამ კაცის დაბადების დღეა, ამ საოცარი ადამიანის, რომლისგანაც კაციჭამიას ხატავდნენ და მისი ნაბიჯით – აგერ ვარ და დამაკავეთო, ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
რამდენი გამამართლებელი განაჩენი აქვს, ხომ იცით? ცამეტი. ივანიშვილის სასამართლოს პირობებში, ცამეტი გამამართლებელი განაჩენი…
და მაინც ზის.
შეეძლო არ ჩამჯდარიყო.შეეძლო თავისთვის, რომელიმე ქვეყანაში ეცხოვრა მშვიდად.ამიტოა მაგარი.
და ეს ფოტო, მისი ეს ფოტო, სასამართლოზე გადაღებული – ბრალდების მოწმისკენაა მისი მზერა და მზერას დააკვირდით, აბა, რას ხედავთ? ჰო, მოწმე ეცოდება.
მოწმე, რომელსაც ალბათ, ჭირის ოფლს ასხამს, როცა დაზეპირებულ ცრუ ჩვენებას აძლევს.
ამიტოა ბაჩო მაგარი, ბოღმაზე მაღლა, შურისძიებაზე და რისხვაზე მაღლა დგომა რომ შეუძლია.

ნუგზარ წიკლაური: ,,24 ოქტომბერი დგება და ეს კაცი, ჩემი ძვირფასი მეგობარი ბაჩო ახალაია 39 წლის ხდება.
ღმერთი ცოტას არგუნებს ასეთ სახელს, ღირსებით, ერთგულებით, პატრიოტიზმით აღბეჭდილს.
ამ სურათზე პროკურატურაში მისვლის დღეა… გთხოვ, ახლა არ წამომყვეო, – მითხრა. ამ დღესაც კი, დაჭერის წინ, სხვაზე ფიქრობდა.გილოცავ, ძმაო. გამარჯვება ჰქონდეს შენს ქვეყანას, შენს საქართველოს, ასე დაუნანებლად რომ შესწირე შენი თავისუფლება”


ეკა ხერხეულიძე: ყველამ ერთად ვნახეთ ცრუ მოწმეების ხელზე დაწერილი შპარგალკები და საცირკო ჩვენებები..თუმცა,სულმდაბალი ,თავმოყვარეობა წართმეული ჯამბაზების გარდა,ვისმენდი ავღანეთში და რუსეთ-საქართველოს ომში ნაომარი ვაჟკაცების სიტყვებსაც…ადამიანები,რომლებიც ვერ გატეხეს,ცრუ ჩვენებები ვერ მიაცემინეს და სიტყვის დასრულების შემდეგ მიმართავდნენ პატიმარს-მადლობა ,ბატონო მინისტრო!
ბევრ მათგანს გაუტეხელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს,დანარჩენები იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინათ…
ამ სასამართლო პროცესებზე ბაჩო 13ჯერ გამართლდა.სიმართლის საძიებლად თავის ფეხით დაბრუნებული შეახეთქეს ციხეში და გათავისუფლების ვადად 2022 წლის 3 მარტი დაუდგინეს.ანუ,სიმბოლური 9 წელი.
მეშვიდე წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის.კითხულობს,თარგმნის და სამხედრო ლიტერატურას გამოსცემს.
მე რომ მკითხოთ ბაჩოს ღირსებებზე, უპირველესად იმას გავუსვამდი ხაზს,რომ მიუხედავად სირთულეებისა,შინაური თუ გარეული უსამართლო ხალხისგან გულისტკენისა,დღემდე კრინტი არ დაუძრავს და თუ რამე დღემდე გამოუქვეყნებია,მხოლოდ გამაერთიანებელი პათოსის მატარებელია…
სათქმელი კი ძალიან ბევრი აქვს, იქნებ ყველაზე მეტიც,…თუმცა საკუთარ თავზე წუწუნი უმნიშვნელოდ მიაჩნია და მთავარი საქმის ღირსეულ მოკავშირედ რჩება

აკო მინაშვილი: ცხოვრების აზრი საქართველოა, მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, მის მთავარი საფიქრალი ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობა და სიძლიერე.

ბაჩო გილოცავ მეგობარო. ციხე შენთვის საქართველოსთვის ბრძოლის იარაღია და შენზე თავისუფალი ადამიანი ამ სამყაროში მე ცოტა ვინმე თუ მეგულება.

დღეს ბაჩოს დაბადების დღეა.რა ვუსურვო გარდა იმისა,რაც ყველაზე მეტად უნდა-გამთლიანებული გვენახოს ჩვენი სამშობლო,ბაჩო…
მომავალ წელს სოხუმში ”

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...