ძმის მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომაზე პროკურორმა მირანდა მუმლაძემ აღნიშნა,პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების გამო დააყენა. ბრალდებულის ადვოკატი 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული ბესიკ არღვლიანი დანაშაულს აღიარებს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა 20 ოქტომბერს მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო
სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...
საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...
სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...