მთავარიUncategorizedვლადიმერ ხომერიკი საქართველოდან გაიქცა

ვლადიმერ ხომერიკი საქართველოდან გაიქცა

Published on

ვლადიმერ ხომერიკმა საქართველოში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა – ინფორმაციას ამის შესახებ არხი ,,მთავარი” ავრცელებს.

მიზეზები თავად ხომერიკს არ განუმარტავს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ან მზარდი რისხვისა შეეშინდა ან, მისივე ენით რომ ვთქვათ, ,,გამოტანიებული სათქმელი დეიბარა და წევიდა”

ე.წ. რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი ორი დღე აფრქვევდა რუსეთის ინტერესებთან შეთანხმებულ მოსაზრებებს ,, რუსეთის კეთილშობილებაზე და საქართველოს უმადურობაზე, რომელმაც ევროპულ დემოკრატიასა და ოკუპანტის გაძევებაზე მითიურ წარმოდგენებსა და ოცნებებში გაცვალა მრავალსაუკუნოვანი მეგობარი”

,,არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ოკუპაცია სულ სხვა რამეა, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია რუსეთი. რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს” – რიხით აცხადებდა იგი გუშინ კრემლის ემისრის როლში.

“სად მე და სად რუსეთის მთავრობა” – აცხადებს დღეს.

გავრილოვიც მაგარბიჭობდა, მაგრამ ძლივს გაასწრო ქართველი ხალხის რისხვას. ხომერიკი საერთოდ რა მოსატანია

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...