მთავარიUncategorizedდადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ [Video]

Published on

დღეს დილით დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობას მთი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ვადას პირველ ნოემბრამდე აძლევენ და, თუ ეს მოთხოვნა ამჯერადაც არ იქნა ყურად მიღებული, გაიფიცებიან

მათ გაავრცელეს სპეციალური მიმართვა კულტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მისამართით და იმედოვნებენ, რომ რეაგირება მოყვება . ,,გამოვიყენეთ ყველა პლატფორმა შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა რეაგირება ამდრომდე არ ყოფილა. ახლა, თუ პირველ ნოემბრამდე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, გავიფიცებით, რაც ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის,”- აცხადებენ ისინი.

შეგახსენებთ, მუზეუმის თანამშრომლებმა თავიანთი მოთხოვნა პირველად 11 ოქტომბერს გაასაჯაროეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართეს თხოვნით გაითვალისწინონ 2020 წლის ბიუჯეტში მათთვის მიზერული ანაზღაურების გაზრდა. კონკრეტული პასუხის მისაღებად მათ ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცეს, რომელიც უკვე ამოიწურა.

განათლებისა და კულტურის სამინისტროდან მათ უპასუხეს, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რათა მომავალში მუზეუმს მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ეს თანამშრომელთა ანაზღაურებაზეც აისახოს, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლები ასეთ ზოგად პასუხს კი არა, კონკრეტულ რეაგირებას ითხოვენ.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...