მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის წინ ხეების გადაბელვას მოვაჭრეები აპროტესტებენ

ზუგდიდის ბაზრის წინ ხეების გადაბელვას მოვაჭრეები აპროტესტებენ [Video]

Published on

ზუგდიდის ბაზრის წინა პერიმეტრზე ჭადრების გადაბელვის პროცესი დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ხეების გასხვლა იმ ტერიტორიაზე ხდება, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხეების გადაბელვა სწორედ მშენებარე მაღაზიის მეპატრონის დავალებით ხდება, რადგან მისი ფასადი დაფარულია. ასევე კამერებთან მოვაჭრეები ყვებიან, რომ მათი აყრა მოხდა ამ ადგილიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მერიას კერძო პირის ინტერესი დაეკმაყოფილებინა : “ჩვენ აგვყარეს აქედან, ისედაც გაჭირვებულად ვდგავართ, პურის ფულს ძლივს ვშოულობთ და ახლა ამა მაღაზიას ვუშლით თურმე, ხეებსაც ამიტომ ჭრიანო, რომ მაღაზია არ დაიფაროსო, აბა ხალხი ვის ადარდებს”- გვითხა ქეთო ზარქუამ.

სადაო ტერიტორიის ის ნაწილი, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას მამას ეკუთვნის. გასული წლის სექტემბერში სწორედ ამის გამო ედავებოდნენ სორდიას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე მაშინ აცხადებდა, რომ სანდრო სორდიას მამამ, დემნა სორდიამ მერიისა და საკრებულოს დახმარებით შეძლო 2016 წელს მიწის დაკანონება, 2018 წელს კი ექსკლუზიურად მიიღო მშენებლობის უფლება.

პრეტენზია ქონდა ბაზრის ადმინისტრაციასაც, რადგან, მათი თქმით, მშენებლობა მათ კუთვნილ ტერიტორიაზე ხდებოდა, სადაც ღობის დემონტაჟი მოხდა.მაშინ მერიაში განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს, მას შემდეგ, რაც დემნა სორდიამ წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით.

ბრალდებას საკრებულოს წევრმა უოასუხა. სანდრო სორდიას თქმით, შესაბამისი ნებრათვის მისაცემად მერიას დაახლოებით 25-მა მეწარმემ მიმართა, მათ შორის დემნა სორდიამაც.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...