მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელები სამეგრელოში 2021-2022 წლებში აშენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელები სამეგრელოში 2021-2022 წლებში აშენდება [Video]

Published on

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს. ნაგავსაყრელების მშენებლობა 2021-2022 წლებში არის დაგეგმილი.

გამოცხადებული ტენდერის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტად კომპანია CDM Smith და Saunders Group , ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტად კომპანია Fichtner შეირჩა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა. უცხოელი კონსულტანტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას რეგიონული ფილიალების ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვაში დაეხმარებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მოიცავს ორი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...