მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის აშენებას წლებია უშედეგოდ ელოდებიან

ზუგდიდში მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის აშენებას წლებია უშედეგოდ ელოდებიან [Video]

Published on

მანანა კემულარია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ქუჩის ძაღლებს ყოველდღე აპურებს. მიუსაფარ ძაღლებზე ზუგდიდში სახელმწიფო სამსახურები არ ზრუნავენ. პრობლემა ისაა, რომ ძაღლები გადამტანი დაავადების მატარებლები არიან, რაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშია. განსაკუთრებით მძიმე და რთული ვითარებაა კვების ობიექტებთან. ექიმი- ვეტერინარების თქმით, მაწანწალა ძაღლების უმრავლესობა დაავადებულია და მოსახლეობისთვის საშიშია.მათი თქმით, ძაღლების ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან დაავადების გავრცელების რისკი მაღალია. ძაღლები ასაცრელად იმერეთში ან გურიაში მიყავთ, თუმცა სიძვირის გამო პროცედურებზე უარს ამბობენ.ადგილობრივები მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენებას წლებია ითხოვს, თუმცა პრობლება ამ დრომდე მოუგვარებელია.ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას სამოქალაქო აქტივისტები წლებია აპროტესტებენ. ვაქცინაციისთვის ხსვა რეგიონში გადაყვანილი ძაღლები ხშირად უკან არ ბრუნდებიან, სავარაუდოდ მათ კლავენ. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას აქტივისტები ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

უპატრონო ძაღლების თავშესაფრის აშენების პირობა ადგილობრივებმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღეს ,მას შემდეგ მუდმივად პირდებიან, რომ თავშესაფარს აააშენებენ, თუმცა უშედეგოდ. თავშესაფრის პროექტი  2015 წელს შემუშავდა, თუმცა ის არ  განხორციელებულა, რადგან  ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი აშენებისთვის საჭირო თანხები არ აქვს. ადგილობრივები კი ქუჩაში დარჩენილი ძაღლების გამოკვებას საკუთარი ძალებით ახერხებენ.

სიახლეები

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...