მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში 2020 წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს

ზუგდიდში 2020 წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს [Video]

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წევრები იმ პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობდნენ, რომლის ასახვასაც 2020 წლის ბიუჯეტში ითხოვენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მომზადებული 2020 წლის ბიუჯეტი 15 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას განმარტებით, ამ ტიპის შეხვედრების მიზანია, საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობა და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დაგეგმვაში გარვეული წვლილის შეტანა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“, – ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, არჩილ თოდუას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში აისახოს ყველა ის საჭიროებები, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. როგორც იგი დასძენს, მოსახლეობა ძირითადად ითხოვს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
არჩილ თოდუას თქმით, გასულ წლებთან შედარებით ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის დროს უფრო მეტად არის მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...