მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია

მარტვილის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია [Video]

Published on

მარტვილის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. მიზეზი ისაა, რომ გუშინ მე-2 საბავშვო ბაღის 20-მდე აღსაზრდელი ინტოქსიკაციის ნიშნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ინორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. ბავშვებს სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაცია ქონდათ.მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ მთელი დღე მუშაობდნენ. ასევე, მუშაობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ბათუმის ლაბორატორიაში გაგზავნეს სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. ამ დროისთვის მარტვილის მეორე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს,სანამ არ გახდება ცნობილი ლაბორატორიული დასკვნა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...