მთავარისიახლეებისამართალიუკანონო ნადირობის ყველაზე მეტი ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოავლინეს.

უწყებაში ამბობენ, რომ უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 247 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. რაც შეხება სხვა შემთხვევებს:

  • კახეთი – 12
  • ქვემო ქართლი – 4
  • სამცხე-ჯავახეთი – 32
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 49
  • აჭარასა და გურია- 27
  • აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – 15

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ხშირი იყო, აკრძალული საშუალებით, ე.წ. “მანოკით” ნადირობის ფაქტები, რომელიც ყველაზე მეტი – 215 ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს.

  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 39
  • აჭარასა და გურიაში – 25
  • სამცხე-ჯავახეთში – 23
  • აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 7.

ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა ამოიღეს.   

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დარეკვა შესაძლებელია ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა და ანონიმურობა დაცული.

მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. 

სიახლეები

ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის გზაზე, ხეივანში, მსხვერპლით დასრულდა: BMW მარკის ავტომანქანა ტრაილერს, შემდეგ კი ხეს...

გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

გთხოვთ გახსოვდეთ საქართველო, იქ უკვე 355 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია - ამ სიტყვებით მიმართა...

კობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. 2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან...

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...