რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი აშშ-ს საპასუხოდ მოქმედებას იწყებს.
„პასუხი იქნება. გარკვეულ ზომებს ვამზადებთ. ნუ წაგვართმევთ სიურპრიზის გაკეთების შანსს,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის დელეგაციის 10 წევრს, მათ შორის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს, აშშ-ის ვიზების მიცემაზე უარი უთხრეს, რის გამოც მათ ნიუ იურკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს.